მთავარისერვისებისტატიებიწიგნებიპროგრამებირეკლამაკონტაქტი
ნავიგაცია
  სტატიები
  წიგნები
  პროგრამები
  რეკლამა ჩვენთან
  უფლებები
  კონტაქტი
ბმულები
ვირუსები, წიგნი, მეთოდიკა, პროგრამირება, შექმნა, პროექტირება, ბაგები პროგრამებში, HTML, C#, სურათების ჩვენება, ექსელი, Visual C#, ფოლდერი, ძებნა, 3D, დალაგება, C/C++, წიგნები, სორტირება, პროფესიონალური, საოფისე, რედაქტირება, მაჩვენებელი, NASA, პროექტები, IBM, ფაილი, სტატია, Excel, CSS, CSharp, ტუტორიალი, ტექსტის შეცვლა, Windows, დანომრვა, ..
სიახლეები
ქართული წიგნი პროფესიონალი პროგრამისტებისათვის. გაყიდვაშია
სრულად...
მეზობლები
 კომპინფო
 ქართული ფოლკლორი
 იაპონია
მნიშვნელოვანი

კალენდარი


ბანერები
  
სტატიებიMS Windows

5. ფოლდერების ხე? დიდი არაფერია !

   ახლა თქვენ შეიძლება დამისვათ ერთ-ერთი შემდეგი კითხვათაგანი:

   1.რაში მჭირდება ფაილები და ფოლდერები ?

   2.სად ვიპოვო სასურველი ფაილი ან ფოლდერი ?

   3.საიდან მოვიტანო სასურველი ფაილი ან ფოლდერი ?

   პირველს და მეორეს აქვე გავარკვევთ, რაც შეეხება მესამეს, ამაზე მოგვიანებით.

   მაშ, როგორც ვთქვით, ყველაფერი ის რასაც თქვენ ხედავთ ეკრანზე და რასაც ვერ ხედავთ მაგრამ მოქმედებაშია კომპიუტერის მიერ ინახება კომპიუტერშივე ფაილების სახით. თუ თქვენ გსურთ რომ აკრიფოთ ტექსტი, დახატოთ სურათი, ჩაიწეროთ ხმა, მაშინ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა შეინახოთ ფაილის სახით. ასევე შეგიძლიათ ეს ფაილი გადაწეროთ სხვა კომპიუტერში და ა.შ.

   ზოგადად კომპიუტერში საკმაოდ დიდი რაოდენობის ფაილებია რომლებიც განკუთვნილია სახვადასხვა მიზნისათვის და თუ გვსურს, რომ მოვძებნოთ სასურველი ფაილი მაშინ ეს საქმე შეიძლება გართულდეს იმ შემთხვევაში თუ კი არ ვიცით ამ ფაილის ზუსტი მისამართი დისკზე. ეს ფაქტიურად ნიშნავს იმას რომ ჩვენ აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ ფაილისა და ფოლდერის ზუსტი მისამართები სანამ მას შევქმნით ჩვენს კომპიუტერში.

   სანამ ამას განვიხილავდეთ, ჯერ უნდა ვნახოთ ის შემთხვევა როცა ჩვენ გსურს უკვე არსებული ფაილის მოძებნა. ამისათვის საჭიროა მისი მისამართის ცოდნა. მაგ: ცნობილია რომ notepad.exe არის c:\Winnt-ში. აქ c:\ არის დისკის სახელი, ხოლო Winnt ფოლდერის სახელი.

   ესეც ასე!

დისკები ჩვენს კომპიუტერში(A-ფლოპი. C და D – ლოგიკური დისკები. E – CD-ROM)

   ახლა კი უნდა მივყვეთ ფოლდერთა ხეს ამ მისამართის მიხედვით. Explorer-ის მარცხენა ფანჯარაზე ჩანს დისკი C, იმისათვის რომ ვნახოთ მისი შიგთავსი, უნდა დავაჭიროთ დისკის მარცხნივ არსებულ + ნიშანს. ამით გამოჩნდება ყველა ქვე ფოლდერი, ანუ ისინი რომლებიც არის უშუალოდ C დისკზე.

   ახლა კი თუ თქვენ გიყენიათ Windows 2000, მაშინ უნდა დააწკაპუნოთ ფოლდერზე Winnt(სხვა შემთხვევაში კი ფოლდერზე Windows) და Explorer-ის მარჯვენა ფანჯარაში გამოჩნდება Winnt ფოლდერის სრული შიგთავსი(თუ ეს ასე არ არის მაშინ დააწკაპუნეთ ბმულზე სახელით Show files).

თუ ფოლდერის შიგთავსი არ გამოჩნდა მაშინ. . .

   საერთოდ ამ ფოლდერში არის უამრავი ფაილი და ფოლდერი, რომლებიც ზოგადად განთავსებულია ალფავიტის მიხედვით, ჩამოვათვალიეროთ ფანჯარა და ვიპოვით სასურველ ფილს:

ფაილიც ვიპოვეთ!

ავტორი: გიორგი ბაწაშვილი

2005
წინა სტატია  -  მენიუ  -  შემდეგი სტატია

კონტაქტი|პირველი გვერდი|შეფასება
KARATE
ეს ყველამ უნდა წაიკითხოს
სრულად
სტატიები
C/C++/VC++: მაგალითები მარტივად და გასაგებად
სრულად
წიგნები
წიგნი პროფესიონალი პროგრამისტებისათვის. მსოფლიო გიგანტების გამოცდილება. IBM, NASA, Microsoft
სრულად
პროგრამები
ტექსტის ცვლილება ფაილებში
სრულად
 - საიტის დამატება რჩეულებში

 - საიტის საწყის გვერდად ჩასმა


Copyright © "G3B". All Rights Reserved
Programmed By G.B.
   Designed By N.Q.