12. მაგიური '?' და '*'
ახლა კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი უნარი საძებნი პროგრამისა, რომელიც მდგომარეობს '?' და '*' სიმბოლოების გონივრულ გამოყენებაში. '*' სიმბოლოს გამოყენება მაძებარში
სურათის მიხედვით მე ვეძებ ყველა ისეთ ფაილს, რომელსაც აქვს ნებისმიერი სახელი და გაფართოება კი 'doc'. შედეგად ყველა ფაილი რომელიც გამოჩნდება პროგრამის შედეგების განყოფილებაში იქნება 'doc' გაფართოების.
'?' სიმბოლო კი განსაზღვრავს მხოლოდ ერთ სიმბოლოს ფაილის სახელში. '?' სიმბოლოს გამოყენება მაძებარში
სურათის მიხედვით მე ვეძებ ყველა ფაილს რომელსაც აქვს გაფართოება 'doc' და მის სახელში არის მხოლოდ სამი ასო, მაგალითად 'big.doc', 'car.doc'.
მგონი აქ ძნელი არაფერია! ასეა? თუ ასეა მაშინ მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს, იმისას თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ორი სიმბოლო კომპლექსურად:
| Condition | Meaning |
|---|
| systemer.* | ეძებს ნებისმიერი გაფართოების ფაილს, რომელსაც აქვს სახელი 'systemer' |
|---|
| G3B.?? | ეძებს ყველა ფაილს, რომელსაც სახელად ჰქვია 'G3B' და გაფართოებაში აქვს მხოლოდ ორი სიმბოლო. |
|---|
| cyborg.??? | ეძებს ყველა ფაილს, რომელსაც სახელად ჰქვია 'cyborg' და გაფართოებაში აქვს მხოლოდ სამი სიმბოლო |
|---|
| ????.* | ეძებს ყველა ფაილს, რომელსაც აქვს ოთხ სიმბოლოიანი სახელი და გაფართოება კი ნებისმიერი ('hope.txt', 'hope.ge', 'baby.doc'. . . ) |
|---|
| t*.doc | ეძებს ყველა ფაილს, რომლის სახელიც იწყება 't'-თი და გაფართოება აქვს 'doc'. |
|---|
| *h.u?? | ამ შემთხვევაში კი ფაილების სახელები მთავრდება 'h'-ით, ხოლო გაფართოება იწყება 'u'-თი და სულ შესდგება სამი სიმბოლოსაგან. |
|---|
და ა.შ.
ახლა გადატენეთ მაუსი, დაუმიზნეთ რომელიმე ფოლდერს და ესროლეთ მას ბოროტი მაძებარი. . . ავტორი: გიორგი ბაწაშვილი 2005 |