მთავარისერვისებისტატიებიწიგნებიპროგრამებირეკლამაკონტაქტი
ნავიგაცია
  სტატიები
  წიგნები
  პროგრამები
  რეკლამა ჩვენთან
  უფლებები
  კონტაქტი
ბმულები
რედაქტირება, სტატია, წიგნები, Visual C#, ძებნა, C/C++, 3D, NASA, პროექტირება, HTML, სორტირება, წიგნი, CSharp, ტუტორიალი, ბაგები პროგრამებში, CSS, მაჩვენებელი, პროექტები, პროფესიონალური, ტექსტის შეცვლა, ფაილი, დანომრვა, Windows, საოფისე, დალაგება, ექსელი, შექმნა, IBM, მეთოდიკა, ვირუსები, პროგრამირება, Excel, C#, სურათების ჩვენება, ფოლდერი, ..
სიახლეები
ქართული წიგნი პროფესიონალი პროგრამისტებისათვის. გაყიდვაშია
სრულად...
მეზობლები
 კომპინფო
 ქართული ფოლკლორი
 იაპონია
მნიშვნელოვანი

კალენდარი


ბანერები
  
სტატიებიMS Windows

1. მაინც რა არის ეს MS Windows-ი ?

   სტატიების ამ განყოფილების შედგენისას იგულისხმებოდა რომ თქვენ გაქვთ კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული გამოცდილება: მაუსის ხმარება, კლავიატურაზე ბეჭვდა, მუშაობა ფანჯრებთან. ამისათვის კარგი საშუალებაა Windows-ში არსებული თამაში: Start->Progarms -> Accessories -> Games -> Solitaire.

   ისედაც ცნობილია თქვენთვის რომ MS არის ლეგენდარული კორპორაცია Microsoft-ის ინიციალები. მაგრამ რას წარმოადგენს თვითონ Windows ?

   ეს არ არის მხოლოდ ფანჯრების გროვა ეკრანზე, როგორც ამას სახელი მიუთითებს, არამედ ეს არის თქვენი კომპიუტერის ოპერაციული სისტემა(ოს) და ამასთანავე ე.წ. პროგრამული გარსიც(პგ) ერთდროულად.

   სანამ Windows-ი შეიქმნებოდა თითქმის ყველა ოს და პგ იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. ანუ ოს-ს შეეძლო ემუშავა პგ-გან დამოუკიდებლად მაგრამ ამას ვერ ვიტყოდით პგ-ზე, რომელიც გამომდინარე თავისი სახელწოდებიდან წარმოადგენს კომპიუტერის Software რესურსების რაღაც გარე ინტერფეისს, პგ გარკვეულწილად დამოკიდებულია ოს-ზე.

   ფართოდ იყო გავრცელებული ორი პროდუქტი: MS-DOS (ოს) და Norton Commander (პგ):

MS-DOS

   ეს იყო შავი ეკრანი ე.წ. Command Prompt-ით და მოციმციმე კურსორით. კურსორის საშუალებით მომხმარებელს შეეძლო რაღაც გარკვეული ბრძანებების შეტანა სისტემაში, რომლითაც მას ეძლეოდა საშუალება ემართა კომპიუტერის Software რესურსები: dir, md, copy და ა.შ.

Norton Commander

   გარეგნულად ის მოგაგონებთ მონაცემთა ბაზას, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკია ფაილებსა და ფოლდერებზე. ეს იყო მათი მართვის კომფორტული საშუალება. მაგრამ Norton Commande ვერ იმუშავებდა ოს-ს გარეშე.

   მაშ ასე უკვე გასაგებია რომ პირველი რითაც განასხვავებთ Windows-ს, Norton Commander-ისგან ეს არის გარეგნული ინტერფეისი, რაც აძლევს საშუალებს Windows-ს გამოიყენოს ეკრანის სრული გრაფიკული შესაძლებლობები.

   ალბათ შენიშნეთ რომ Norton Commander-ში ეკრანი დაყოფილია უჯრებად, რომელთაგან თითოეულ მათგანში შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ერთი სიმბოლო, მომხმარებელს არ შეუძლია რაიმე ცვლილების შეტანა უჯრედშორის არეში, მათ შორის კურსორის განთავსებაც კი. ამას ეწოდება ეკრანის ტექსტური რეჟიმი.

   რაც შეეხება Windows-ს აქ ეკრანი დაყოფილია ფიქსელებად. სწორედ ამის წყალობითაა რომ იქ შესაძლებელია ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულების ნებისმიერ ადგილას განთავსება. ამით ის უფრო ფუნქციონალურია და სასიამოვნოა სამუშაოდ. ამას ჰქვია ეკრანის გრაფიკული რეჟიმი.

გრაფიკული რეჟიმის შედეგი

   მაშ ასე ერთის მხრივ Windows არის უფრო მძლავრი ოს ვიდრე MS-DOS(თუმცა იგი იყენებს DOS-ის გარკვეულ შესაძლებლობებს) და მეორეს მხრივ - უფრო კომფორტული გარემო ვიდრე ტექსტური რეჟიმის პგ-ები.

   Windows-ის სხვა დანიშნულებებზე შემდგომ ვისაუბრებთ.

ავტორი: გიორგი ბაწაშვილი

2005
წინა სტატია  -  მენიუ  -  შემდეგი სტატია

კონტაქტი|პირველი გვერდი|შეფასება
KARATE
ეს ყველამ უნდა წაიკითხოს
სრულად
სტატიები
C/C++/VC++: მაგალითები მარტივად და გასაგებად
სრულად
წიგნები
წიგნი პროფესიონალი პროგრამისტებისათვის. მსოფლიო გიგანტების გამოცდილება. IBM, NASA, Microsoft
სრულად
პროგრამები
ტექსტის ცვლილება ფაილებში
სრულად
 - საიტის დამატება რჩეულებში

 - საიტის საწყის გვერდად ჩასმა


Copyright © "G3B". All Rights Reserved
Programmed By G.B.
   Designed By N.Q.