11. კოსმოსი - 3
მოდით ახლა ჩვენს მარსს გადავაკარათ ზედაპირი. ამისათვის ჯერ 3D სტუდიოში ჩავტვირთოთ ჩვენი წინა ნამუშევარი my_mars.max.
იმისათვის რომ მარს გადავაკრათ გარსი, საჭიროა გვქონდეს შესაბამისი სურათი. ეს სურათი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან.
ჩემოტვირთეთ ეს ფაილი და განათავსეთ იმ ფოლდერში სადაც გაქვთ თქვენი პროექტი(my_mars.max).
გადადით Perpectiv Viewport-ზე და დააჭირეთ M ღილაკს კლავიატურაზე, როგორც გვახსოვს ამით იხსნება ე.წ. Material-ები, რომელთა საშუალებითაც ყველაფერთან ერთად შესაძლებელია პრიმიტივზე ტექსტურის დადებაც. მატერიალები
გამოჩნდება ნაცრისფერი ბურთები, რომლებიც როგორც ვიცით წარმოადგენენ გარკვეულ შაბლონებს, პრიმიტივებისათვის.
დააკვირდით წითელ ისრებს სურათზე.
მოვნიშნოთ პირველი ბურთი და ქვემოთ მოვძებმოთ ლაბელი წარწერით Diffuse (იხ.სურათი), დააწკაპეთ მის მარჯვნივ არსებულ ნაცრისფერ(უწარწერო) ღილაკს და გამოსული ფანჯრიდან ორჯერ დააწკაპეთ პუნქტს Bitmap.
გამოვა სურათის ამორჩევის ფანჯარა, მოძებნეთ ფაილი mars.jpg და დააწკაპეთ ორჯერ. შედეგად ბურთს გადაეკვრება ის ფაილი, როგორც ეს სურათზეა.
შემდეგ დააწკაპეთ ამ ბურთს და Drag-Drop პრინციპით გადაათრიეთ მარსზე. ნახავთ, რომ მარსი შეიცვლის ფერს მაგრამ ჯერ ტყავი არ გადაეკვრება.
ამისათვის მოძებნეთ მატერიალების ფანჯარაზე ჭადრაკისებული კუბიკი და დააწკაპეთ.
ბოლოს დახურეთ მატერიალების ფანჯარა და დააჭირეთ F9 ფუნქციონალურ ღილაკს კლავიატურაზე(სწრაფი რენდერინგი).
უნდა მიიღოთ დაახლოებით ასეთი რაღაც: მარსი
შეინახეთ პროექტი: File->Save. ავტორი: გიორგი ბაწაშვილი 2008 |